მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 20 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:
- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები – თარიღები [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

