რისი გაკეთება არ შეიძლება 23 აგვისტოს ჩათვლით

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

რისი გაკეთება არ შეიძლება 18–23 აგვისტოს ჩათვლით – ამის შესახებ ასტროლოგი თამუნა იოსელიანი წერს.

„ამ კვირაში ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, ურთიერთობას განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ პროგნოზი ბოლომდე, ცალკე გამოვყავი დღეები, როდესაც განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ურთიერთობების გარკვევა, ემოციების ფონზე გადაწყვეტილებების მიღება და ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა.

ეს კვირა ჩვენი ერთგვარი კარმული გამოცდაა. ზედაპირზე ამოვა ყველაფერი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდით, ვმალავდით ან რაზეც თვალს ვხუჭავდით.

შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართაც, რომლებსაც აქამდე საკუთარ საყრდენად მივიჩნევდით. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მოულოდნელად გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან და ეს ცვლილება შესაძლოა, სწორედ იმ ეტაპის დასრულებას ნიშნავდეს, რომელიც უკვე დიდი ხანია მომწიფებული იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეგახსენებთ, რომ კვლავ დაბნელებების დერეფნის პერიოდში ვიმყოფებით.

კვირის მთავარი თარიღი – 21 აგვისტო.

დაიმახსოვრეთ ეს დღე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და გადაწყვეტილებებს. ახლავე განეწყვეთ ამ პერიოდისთვის და თქვით: „მე ვენდობი სამყაროს და ვიცი, რომ წინ ყველაფერი საუკეთესო მელოდება.“

სამშაბათი, 18 აგვისტო

მთელი დღე მორიელში მყოფი მთვარე ჩვენს ემოციებსა და შინაგან სიმტკიცეს გამოცდის. შესაძლოა, გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, უნდობლობა და კონტროლის სურვილი. ზედაპირზე შეიძლება ამოვიდეს ის გრძნობებიც, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვიტოვებდით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ დღეებში განსაკუთრებით მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ მომენტში ძლიერ ემოციას განიცდით. ზოგჯერ ერთი სიტყვა, ნათქვამი ბრაზის დროს, იმაზე დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე თავად გვგონია.

ამიტომ მთავარი წესია: ჯერ დამშვიდდით, შემდეგ ილაპარაკეთ“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რისი გაკეთება არ შეიძლება 23 აგვისტოს ჩათვლით. 20 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რისი-გაკეთება-არ-შეიძლებ-2/

  რა აჩუქა იტალიელმა მოცეკვავემ ნუცა ბუზალაძეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi