როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები – თარიღები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 20 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:

  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები – თარიღები. 15 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როდის-დაიწყება-სკოლებსა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi