სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოროგორ ჩაიარა დონალდ ტრამპის სამედიცინო შემოწმებამ

როგორ ჩაიარა დონალდ ტრამპის სამედიცინო შემოწმებამ

როგორ ჩაიარა დონალდ ტრამპის სამედიცინო შემოწმებამ

სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. ყველა ტესტი იყო, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული შემოწმების ანგარიში კვირას გამოქვეყნდება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა.

დონალდ ტრამპი

„ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კარგი სული და მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე. ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი