ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავის შემოაქვს საქართველოში რძე, რძის იმპორტიორი კომპანიები

ვის შემოაქვს საქართველოში რძე, რძის იმპორტიორი კომპანიები

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში რძის იმპორტიორი კომპანიები არიან:

  1. შპს აგროტრეიდი 22 – 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ს ზურაბი გორგაძე ფლობს 50%-ს კი, თეიმურაზ გოგიშვილი;
  2. შპს აგროჰაბი – კომპანიის მფლობელი აკაკი ახვლედიანია;
  3. შპს ბბ კომპანი – 2002 წელს რეგისტრირებული კომპანია ალექსანდრე ბერიძეს უკუთვნის;
  4. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო – რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ვიმ-ბილდანი ფლობს;
  5. შპს ინტრეიდი – 100% სააქციო საზოგადოება ნიკორას ეკუთვნის. კომპანიას საერთო კრება მართავს, რომლის თავმჯდომარეც ვასილ სუხიაშვილია, მოადგილე გურამ ცერცვაძე და ირაკლი ნიკოლეიშვილი. წევრები: დავით დუმბაძე, დავით ცირეკიძე, გელა არობელიძე და რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი. გენერალური დირექტორია ირაკლი ბოქოლიშვილი;
  6. შპს ლაქტალის ჯორჯია – კომპანიას ბელგიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება B.S.A.
    International-ი ფლობს;
  7. შპს სავაჭრო გუნდი – კომპანიას ოთხი მფლობელი თანაბრად 25%-იანი წილებით ინაწილებენ. ფლობენ: ილია შარიქაძე, სოფო სუხიაშვილი, თამარ ჯერენაშვილი, ნიკა სუხიაშვილი;
  8. შპს ფუდსერვისი – კომპანიას შპს ჰოლდინგ. ჯი ფოლობს, რომელის თავის მხრივ, არჩილ გეგენავას საკუთრებაა;
  9. შპს ჯეო-კოოპ – 2009 წელს რეგისტრირებული კომპანია საქართველოსა და სომხეთის ორმაგი მოქლაქის ჰმაიაკ არსენიანის საკუთრებაა;
  10. შპს ჯორჯიან ფუდ ქორფორეიშენი – კომპანია შპს გუდვილ ინვესტის შვილობილია, რომელიც ლეილა ქავთარაძეს ეკუთვნის. ორივე შემთხვევაში, თვითონაა დირექტორიც.

 

  „არავის არასდროს მოვუკითხივარ, ამაგი რომ გაქვს, რა მოხდებოდა დაბადების დღე ერთხელ მოელოცათ, ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა...“ – თათა ვარდანაშვილი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი