ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი Mastercard-ისგან – ხელმისაწვდომი განათლება ტექნოლოგიური მომავლისთვის

ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი Mastercard-ისგან – ხელმისაწვდომი განათლება ტექნოლოგიური მომავლისთვის

თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავლის ის თემაა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს რეალობაში. ახალ ამბებში, ინსტაგრამის რეკომენდაციებში, ჩატბოტებსა თუ ფოტო ალბომებში – რაც არ უნდა გავიხსენოთ — AI არის ყველგან. დღეს, ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის ჩვენს რეალობას და თავიდან განსაზღვრავს ადამიანის როლს ამ სამყაროში – ვინ ვართ, როგორი ურთიერთობა გვაქვს სხვა ადამიანებთან, როგორ ვმუშაობთ და უფრო მეტიც, როგორ ვირჩევთ პროფესიას.

სწორედ ამიტომ, Mastercard-მა და AI Hub-მა “ნებულამ”, www.fastoo.com-ის მხარდაჭერით, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და საქართველოში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა წამოიწყეს, რომელიც მომავალი თაობის პროფესიონალებს AI სფეროში განვითარებისთვის სანდო და პრაქტიკულ გზას სთავაზობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“ აპრილში დაიწყება და 8 კვირის განმავლობაში მონაწილეებს გააცნობს AI-ის მუშაობის საფუძვლებს. ასწავლის, როგორ შექმნან საკუთარი ჩატბოტები, ვიზუალური ამომცნობი სისტემები და თუნდაც, რეკომენდაციის ალგორითმები – ზუსტად იმავე ლოგიკით, როგორც TikTok ან Netflix მუშაობს.

მოდულებად დაყოფილი პროგრამა ეტაპობრივად მიაწოდებს სტუდენტებს ცოდნას: პირველი კვირები მანქანური სწავლისა და ღრმა ნეირონული ქსელების საფუძვლებს ეძღვნება – როგორ სწავლობენ მანქანები, როგორ არჩევენ შაბლონებს და როგორ აღიქვამენ ვიზუალურ ან ტექსტურ ინფორმაციას. ამის შემდეგ, სტუდენტები AI-ის გაცნობას რეალური ინდუსტრიებში დაიწყებენ. ისინი ისწავლიან ფინანსებში – თაღლითობის აღმოჩენას, მარკეტინგში – მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებას, HR-ში – რეკრუტინგის ავტომატიზაციას, მედიასა და ხელოვნებაში კი – AI-ით გენერირებული კონტენტის შექმნას. ყოველი თემა მოიცავს არა მხოლოდ თეორიას, არამედ პრაქტიკულ დავალებებს — სწორედ ამიტომაა „ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“განსაკუთრებული.

მესამე ეტაპი კი — უკვე მოწინავე ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაა. ჰიპერპარამეტრების რეგულირება, ახსნადი AI, მონაცემთა კონფიდენციალურობა, GDPR და ეთიკა — ეს არამხოლოდ ტექნიკური უნარებია, არამედ პასუხისმგებლობა, რომელსაც თანამედროვე დეველოპერი ატარებს. კურსის ბოლო ნაწილში სტუდენტები შექმნიან საკუთარ პროექტს. ეს შეიძლება იყოს AI ჩატბოტი, გამოსახულების ამომცნობი სისტემა ან რისკების ანალიტიკა – რაც მთავარია, პროექტმა რეალურ საჭიროებას უნდა უპასუხოს.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – პროგნოზი 9-11 აპრილისთვის

„ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მთლიანად ქართულ ენაზე ჩატარდება. თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა Python-ის, მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების საბაზისო და მათემატიკური საფუძვლების – ალგებრის, ალბათობისა და სტატისტიკი.

წყარო

#drpkhakadze

 

მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი