შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისში საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ბიზნესფორუმი ჩატარდება

თბილისში საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ბიზნესფორუმი ჩატარდება

თბილისი კვლავ ხდება საერთაშორისო ბიზნესდიალოგის სივრცე — საქართველოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, შემოდგომაზე დედაქალაქში მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი ქვეყნის წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

ბიზნსესფორუმის ორგანიზებაზე გადაწყვეტილება საქართველოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესპალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი ჰასსან ალ-ჰაშიმი, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე თემურ მიქელაძე და მოადგილე ბორის ლეჟავა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA), რომელიც ორი ქვეყნის შორის თანამშრომლობას ახალ დონეზე აწევს.

როგორც გიორგი პერტაიამ აღნიშნა, “შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა.”

ფორუმის მიზანი არა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა და პროექტების გაცნობაა, არამედ ბიზნესის წარმომადგენლების შეკავშირება და ახალი პარტნიორული ქსელების შექმნა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო პალატების როლს ამ პროცესში — როგორც საქმიანი კომუნიკაციის, ინოვაციისა და ახალი ბაზრების გახსნის პლატფორმას.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, და განსაკუთრებით დუბაი, მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო, ლოგისტიკური და საინვესტიციო ჰაბია. მათი დაინტერესება საქართველოს პოტენციალით — მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან დაწყებული, სტაბილური ეკონომიკური გარემოთი დამთავრებული — კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის როლს რეგიონში.

რას უნდა ველოდოთ ბიზნესფორუმისგან?

  • საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციებს
  • B2B შეხვედრებს ქართულ და არაბულ კომპანიებს შორის
  • საუბარს ეკონომიკურ ტრენდებზე, ბაზრის გაფართოებაზე და ახალ სფეროებზე
  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს

თბილისის ბიზნესფორუმი ასევე გახდება წინაპირობა CEPA-ს ჩარჩოში კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების დასახვისთვის.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებენ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი