კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისის სავაჭრო და ბიზნესცენტრებში იჯარა გაიზარდა - დედაქალაქს მალე ახალი სავაჭრო და...

თბილისის სავაჭრო და ბიზნესცენტრებში იჯარა გაიზარდა – დედაქალაქს მალე ახალი სავაჭრო და საოფისე ფართები დაემატება

როგორც თბილისში, ისე ბათუმში ბიზნესცენტრებისა და სავაჭრო ცენტრების დატვირთულობა გაზრდილია.

“თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 პროცენტით დაბალია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განუცხადა, დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნესცენტრებში, სადაც ვაკანტურობის საშუალო კოეფიციენტი 10%-ამდეა ჩამოსული.

„საოფისე ფართებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გასულ წელს დედაქალაქში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება, უმეტესად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული. შესაბამისად, მომდევნო წლებში, ამ ქალაქებშიც იგეგმება საოფისე ფართების დამატება“,  – აღნიშნა სალომე დეისაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესცენტრების მსგავსად, გაზრდილია სავაჭრო ცენტრების დატვირთულობაც. ამჟამად, თბილისში 10 მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს და მათი ჯამური გასაქირავებელი ფართი თითქმის 292 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო ბათუმში 5 სავაჭრო ცენტრია – 54 ათას კვადრატულ მეტრამდე გასაქირავებელი ფართით. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები კი, ძირითადად, სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მიერ ნახსენებ ყველა ქალაქში სავაჭრო ცენტრების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ამის გამო, მოლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობაც მზარდია. მაგალითისთვის, თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა. მომდევნო წლებში ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება ბათუმსაც, თელავში კი, ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება“, – განმარტა „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა.

ბუნებრივია მოთხოვნასთან ერთად, მზარდია იჯარაც როგორც ბიზნესცენტრებში, ისე სავაჭრო ცენტრებში. “თიბისი კაპიტალის” კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 23 დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ბათუმს, მისი საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ.მ-ზე 16 დოლარს შეადგენს.

იჯარის მატება შეინიშნება სავაჭრო ცენტრების შემთხვევაშიც. 2024 წლის მონაცემებითვე, თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა, წინა წელთან შედარებით, კვ.მ-ზე 7%-ის ფარგლებში გაიზარდა, ბათუმში კი 5%-ით და შესაბამისად, 24 და 23 დოლარს გაუტოლდა.

  „ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“-დავით სონღულაშვილი

„თიბისი კაპიტალის“ მიერ კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ჩატარებულ კვლევაში, ასევე მოცემულია ინფორმაცია ქუჩის სავაჭრო ობიექტების შესახებაც. 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში კვ.მ.-ზე 31 დოლარს შეადგენდა, ბათუმში კი 25 დოლარი იყო.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.