აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს – „ჩიკორი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს, – ამის შესახებ  კომპანია “ჩიკორის” თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი  ტარიფების და აღნიშნულის გავლენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება როგორ გავლენას მოახდენს ქართულ კომპანიებზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.

“აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები გარკვეულ გავლენას გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოახდენს. სხვა ევროპულ ქვეყნებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდა და შესაძლებელია, რომ ამერიკის ბაზარზე კონკურენტების პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდეს, რაც შესაძლებელია კონკურენციის გაწევაში ევროპასთან მიმართებაში დაგვეხმაროს”, – აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.

კომპანია “ჩიკორის” ბრენდით წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ანანო ბეჟანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ჩიკორის” პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს – „ჩიკორი“. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-მიერ-დაწესებული-10-ია/

  ზეითუნისა და რაფსის ზეთი თუ ნაღების კარაქი - რომელი ცხიმით ჯობს კერძის მომზადება
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi