რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე: https://gr.com.ge/-ზე შეგეძლებათ.
ონლაინ რეჟიმში ბილეთების ყიდვა შემდეგ მიმართულებებზე იქნება შესაძლებელი:
თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
აქვე აღსანიშნავია, რომ ახალ ვებ-გვერდზე თითოეულ რეისზე კონკრეტული ადგილის არჩევა საკომისიოს (1 ლარი) დამატების საშუალებით შეგეძლებათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.