დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს.

უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%.

როგორც ლელა სტურუამ NCDC-ს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განმარტა, სტატისტიკის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ.

„2024 წლის კვლევის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს“,- აღნიშნა ლელა სტურუამ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში, მოსწავლეთა 36.6% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება დახურულ საზოგადოებრივ შენობებში.

რაც შეეხება წვდომასა და ხელმისაწვდომობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა 54.0%-მა, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს, სიგარეტი შეიძინეს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ქუჩის მოვაჭრესთან ან ჯიხურში.

მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას, 67.9%-მა, მიუხედავად ასაკისა, შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს. 26 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დაავადებათა-კონტროლის-ერ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi