ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიოთახის მცენარეების მორწყვა

ოთახის მცენარეების მორწყვა

ოთახის მცენარეების მორწყვა

მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას.
სუბტროპიკული მცენარეების მოსარწყავად გა­მოიყენეთ 20-25º ტემპერატურამდე შემთბარი წყა­ლი. ასეთივე წყლით მორწყეთ მცენარეები, რო­­მელ­თა ზრდა და კოკრების გაშლაც გეჩქარებათ.
დაუშვებელია ანადუღარი წყლით მორწყვა, რადგან მასში არ არის გახსნილი ჰაერი. არ ვარგა ხისტი, კი­რი­ანი ან ჭის წყალი. მოსარწყავად სა­უ­კე­­თე­სოა წვიმის ან მდი­ნარის წყალი. ზა­­ფხულობით მცენა­­­­რეები მორწყეთ სა­­ღა­­მოთი, ხოლო ზამ­­თარში – დილით. ძლიერი სიცხის დროს მორწყეთ დილა-­სა­ღამოს.
მზეზე მცენარის მორწყვა არ შეიძლება, რადგან ღეროსა და ფოთლებზე მოხვედრილი წვეთები გამადიდებელ შუშასავით კრებენ მზის სხივებს და სერიოზულად აზიანებენ მცენარეს.
პატარა ქოთანში დარგულ მცენარეს უფ­რო ხშირად ესაჭიროება რწყვა, ვიდრე დიდ ქოთანში.
კაქტუსებს რწყავენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნიადაგი სავსებით გამოშრება.
მორწყვისას წყალმა ქოთნის ძირიდან უნდა გაჟონოს. თუ ქოთანში ნიადაგი ძალიან გამხმარია, მორწყვის დროს მთელი წყალი ქვედა სადგარში ჩაედინება ისე, რომ მიწას არ ასველებს. ასეთ შემთხვევაში წყალი ჩაასხით ქვედა სადგარში და მიწა გაიჟღინთება ქვემოდან.
ქვესადგარიდან ირწყვება ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეები – ტიტა, ყოჩივარდა და სხვ. შვებულების დროს ოთახის მცენარეები უწყლოდ რომ არ გაგიხმეთ, გთავაზობთ ორ მეთოდს:

1.პლასტმასის ბოთლის სახურავი ნემსით გახვრიტეთ, ბოთლი აავსეთ წყლით და ღრმად ჩადგით ქოთანში თავდაყირა.

2. დად­გით წყლი­ანი ქილა ყვავილის ქოთანზე მაღლა. აიღეთ შალის სქელი ძაფი და მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში (წყალმა იატაკზე რომ არ იწვეთოს, ძაფი გაუყარეთ კოქტეილის ჩხირში), მეორე ბოლო კი ჩაფალით ყვავილის ქოთანში

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

  გასახდომი საუზმე - დილის კვება 2 კომპონენტით, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი