ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება.

გაზარდილია ჯარიმა ბზის მოჭრის, ამოძირკვის ან ტოტების დაზიანებისთვის და ის 500-დან 2000 ლარამდეა.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. 7 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბზა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi