პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა. ამ გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში დათვების მიერ ადამიანებზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირებენ, რის გამოც დათვების პოპულაციის გამოხშირვის საჭიროება დადგა.

ქვეყნის 72 ოლქიდან 55-ში თავდასხმის საფრთხის გამო განგაშია გამოცხადებული. თავდასხმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კვირას დაფიქსირდა, როდესაც ტყეში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სლოვაკეთში 1 300-მდე დათვი ბინადრობს. გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ისეთი პატარა ევროპული ქვეყნისთვის, როგორიც სლოვაკეთია, 800-მდე დათვის არსებობა სრულიად საკმარისია.

გასულ წელს ქვეყანაში დათვის ადამიანზე თავდასხმის 1 900-მდე შემთხვევა აღრიცხეს. შედეგად, ხელისუფლებამ 144 მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა. ბუნებისდამცველები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამით ირღვევა ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

ევროკავშირის დირექტივით, დათვების დახოცვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავს ესხმის კერძო საკუთრებას, ხალხს ან მხოლოდ იმ დროს, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ არის დარჩენილი.

  10 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში - რამდენს შეადგენს თითოეულის ქონება?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი