სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა. ამ გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში დათვების მიერ ადამიანებზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირებენ, რის გამოც დათვების პოპულაციის გამოხშირვის საჭიროება დადგა.

ქვეყნის 72 ოლქიდან 55-ში თავდასხმის საფრთხის გამო განგაშია გამოცხადებული. თავდასხმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კვირას დაფიქსირდა, როდესაც ტყეში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სლოვაკეთში 1 300-მდე დათვი ბინადრობს. გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ისეთი პატარა ევროპული ქვეყნისთვის, როგორიც სლოვაკეთია, 800-მდე დათვის არსებობა სრულიად საკმარისია.

გასულ წელს ქვეყანაში დათვის ადამიანზე თავდასხმის 1 900-მდე შემთხვევა აღრიცხეს. შედეგად, ხელისუფლებამ 144 მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა. ბუნებისდამცველები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამით ირღვევა ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ევროკავშირის დირექტივით, დათვების დახოცვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავს ესხმის კერძო საკუთრებას, ხალხს ან მხოლოდ იმ დროს, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ არის დარჩენილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დათვების პოპულაციის შესამცირებლად 350-მდე მათგანის დახოცვის ნებართვა გასცა. 3 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სლოვაკეთის-პრემიერ-მინი-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi