სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს

თბილისის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს

მუნიციპალიტეტის მერია დედაქალაქში არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს, რადგან ადგილობრივ კომპანიებს მსგავსი ტიპის სამუშაოების საწარმოებლად შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

„ყოველთვის ვცდილობ, ღიად ვისაუბრო წარმატებულ პროექტებზე და იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს. მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით გუშინ ამომწურავად მქონდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მივაწოდე. რაც შეეხება „გურამიშვილს“ და სხვა მეტროსადგურებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებენ, იცით, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლით, რომელიც ამ კონკრეტულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს გააჩნიათ და გარკვეულ დროს საჭიროებს. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მთავარი მიზეზი არის ის, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყნის შიგნით არ გვყავს არც შესაბამისი ექსპერტები და არც კომპანიები, რომლებიც მეტროსადგურების რეაბილიტაციის სამუშაოებს ჩაატარებენ. ამიტომ გვინდა, რომ საერთაშორისო ტენდერები გამოცხადდეს, რათა უცხოურმა კომპანიებმა მიიღონ პროცესში მონაწილეობა – ისეთებმა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ, ვისაც უწარმოებიათ მსგავსი ტიპის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტს ბელარუსული კომპანია დაასრულებს, რომელსაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტზე მოგვიწია ბელარუსიდან ექსპერტების აყვანა და შესაბამისი კომპანიის დაქირავება, რათა ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს. ეს არის კომპანია, რომელსაც პოსტსაბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, მეტროსადგურების დაპროექტება, სამუშაოების შესრულება აქვს ნაწარმოები. ბელარუსის მეტრო ამ კომპანიის გაკეთებულია. იცით, რომ ამავე პერიოდშია გაკეთებული თბილისის მეტროსადგურები და, ზოგადად, მეტროს პროექტი. შესაბამისად, ისევ ამ სივრციდან მოგვიწია კომპანიის დაქირავება, ვინც დეტალურად იცის საკითხი. მოვიძიეთ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან მსგავსი იყო მეტროსადგურები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
  როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-12 აგვისტოს
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი