3 წელი დენის „ინკასატორად“ ვმუშაობდი. 4 შვილით დედა გამოდიოდა და მეუბნებოდა რომ გადასახადს ხვალ გადაიხდიდა, მეცოდებოდა და დენს ვერ ვუთიშავდი. ხელფასს მაკლებდნენ – გიორგი გაბუნია

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გიორგი გაბუნია გია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ განვლილ გზასა და სირთულეებზე საუბრობს.

როგორც ტელეწამყვანი იხსენებს, სამი წელი დენის ინკასატორად მუშაობდა, რადგან სწავლის ფული არ ჰქონდა.

„ზოგიერთი ხომ ამბობს, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, ჩემთან კი პირიქით იყო. დედის და მამის მხრიდან ორივედან შეძლებული ოჯახები იყვნენ. როდესაც გავიზარდე და სტუდენტი გავხდი, მათი ეს ფინანსური შესაძლებლობები უკვე აღარ არსებობდა. მათი სიყვარული გამომყვა, თუმცა მხოლოდ ამით თავს ვერ გაიტან. მე თეატრალურში ჩაბარება და ტელევიზორში გამოჩენა მინდოდა, ჩემს მშობლებს კი არა.

როდესაც ჩავაბარე, ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, რადგან მამა მალევე დაიღუპა. დედა იყო მხოლოდ და ასაკოვანი ბებია-ბაბუა. სწავლის ფული არ მქონდა. დედაჩემის ხელფასი მხოლოდ 450 ლარი იყო. რუსთავის სოფლებში, ერთ-ერთ ენერგო-კომპანიაში დენის ინკასატორად ვმუშაობდი. 500 ლარი მქონდა ხელფასი.

- Advertisement -
Ad imageAd image

როდესაც 4 შვილით დედა გამოდიოდა და მეუბნებოდა რომ გადასახადს ხვალ გადაიხდიდა, მეცოდებოდა და დენს ვერ ვუთიშავდი. ხელფასს მაკლებდნენ. სამი წლის მანძილზე პრემია არ ამიღია.

უნდა იყო ის ვინც ხარ, მაგრამ კეთილი აუცილებლად უნდა იყო. ყველაფერი კარგი ჩემთვის ქუთაისთან ასოცირდება. დედაქალაქის მადლობელი ვარ მაგრამ ყველგან ვამბობ, რომ ქუთაისელი ვარ. ყველა ჩემს დაბადების დღეს ქუთაისში ვიხდი, ჯვრისწერაც იქ მქონდა. იმისთვის რომ კირას პირადი ნომერი 6000-ით დაწყებულიყო მეუღლე წავიყვანე და ქუთაისში ვამშობიარე“, – ამბობს გიორგი გაბუნია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 3 წელი დენის „ინკასატორად“ ვმუშაობდი. 4 შვილით დედა გამოდიოდა და მეუბნებოდა რომ გადასახადს ხვალ გადაიხდიდა, მეცოდებოდა და დენს ვერ ვუთიშავდი. ხელფასს მაკლებდნენ – გიორგი გაბუნია. 18 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/3-წელი-დენის-ინკასატორად/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi