ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასური გუნდი სტუმრად „მინესოტასთან“ 124:141 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 14 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა.
22 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო დე’აარონ ფოქსი გახლდათ 22 ქულით, 20 ქულა ჰქონდა სტეფონ კასტლის, ხოლო 15 ჰარისონ ბარნსს. „მინესოტას“ გამარჯვებაში კი დიდი წვლილი ენტონი ედვარდსმა შეიტანა – 25 ქულა.
Sheni Network
26 გამარჯვებითა და 36 მარცხით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი აქვს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა – „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-8-%e1%83%a5/
sheniekimi.ge/ambebi

