ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული პატარა ანდრეა შაინიძის მშობლები “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებენ:
ანდრეა შაინიძის დედა: “რომ ეძებდნენ, მე სახლში შემოვედი, პატარა ბავშვი ტიროდა. აქ ველოდებოდი, ფანჯარაში ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ან პოლიცია მოვიდოდა ან სხვა ვინმე. როცა გარეთ გავიხედე და ყველა გარბოდა, ვთქვი, რა ხდება-მეთქი. იქ რომ მივედი, ჩემს შვილს მასაჟებს უკეთებდნენ. სანამ იქამდე მივედი, ალბათ, გული ნაფლეთებად მექცა. ჩემი გაყინული შვილი აღარ მოძრაობდა. როცა მითხრეს, ამოაღებინა, გულისცემა აქვსო, თითქოს, იმედი მომეცა, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. მაგრამ, საავადმყოფოში რომ მივედი, გარდაცვლილი იყო. ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ ცოცხალს გამოიყვანდნენ.
ანდრეა შაინიძის მამა: “რომ მივედი და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, თითქოს, ჩამესმოდა, რომ შველა უნდოდა. ეგრევე ხელში ავიტაცე, წავიყვანე, მაგრამ ვერ ვუშველე. საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ვხვდებოდი, რომ აღარ იყო. მაგრამ, მაინც იმედს არ ვკარგავდი.“
მასალის გამოყენების პირობები