“სანამ იქამდე მივედი, ალბათ, გული ნაფლეთებად მექცა… ჩემი გაყინული შვილი აღარ მოძრაობდა. როცა მითხრეს, ამოაღებინა, გულისცემა აქვსო, თითქოს, იმედი მომეცა“ – ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლები შვილის შესახებ საუბრობენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული პატარა ანდრეა შაინიძის მშობლები “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებენ:

ანდრეა შაინიძის დედა: “რომ ეძებდნენ, მე სახლში შემოვედი, პატარა ბავშვი ტიროდა. აქ ველოდებოდი, ფანჯარაში ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ან პოლიცია მოვიდოდა ან სხვა ვინმე. როცა გარეთ გავიხედე და ყველა გარბოდა, ვთქვი, რა ხდება-მეთქი. იქ რომ მივედი, ჩემს შვილს მასაჟებს უკეთებდნენ. სანამ იქამდე მივედი, ალბათ, გული ნაფლეთებად მექცა. ჩემი გაყინული შვილი აღარ მოძრაობდა. როცა მითხრეს, ამოაღებინა, გულისცემა აქვსო, თითქოს, იმედი მომეცა, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. მაგრამ, საავადმყოფოში რომ მივედი, გარდაცვლილი იყო. ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ ცოცხალს გამოიყვანდნენ.

ანდრეა შაინიძის მამა: “რომ მივედი და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, თითქოს, ჩამესმოდა, რომ შველა უნდოდა. ეგრევე ხელში ავიტაცე, წავიყვანე, მაგრამ ვერ ვუშველე. საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ვხვდებოდი, რომ აღარ იყო. მაგრამ, მაინც იმედს არ ვკარგავდი.“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “სანამ იქამდე მივედი, ალბათ, გული ნაფლეთებად მექცა… ჩემი გაყინული შვილი აღარ მოძრაობდა. როცა მითხრეს, ამოაღებინა, გულისცემა აქვსო, თითქოს, იმედი მომეცა“ – ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლები შვილის შესახებ საუბრობენ. 27 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სანამ-იქამდე-მივედი-ალბა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T03:31:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi