დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგაბგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
სტიქიის პიკზე, გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30 %-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში და ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.
„აღდგენითი სამუშაობი ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა. ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება. აჭარის აბონენტების უმრასებაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია. შესაძლოა, იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა, სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები