16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები 16 მაისს თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.

„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება“, – წერია Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. GEO 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/16-მაისს-თბილისში-საქართვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi