პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდიდთოვლობის გამო ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, დახურულია სკოლები

დიდთოვლობის გამო ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, დახურულია სკოლები

უხვი ნალექის გამო ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, დახურულია სკოლები.

როგორც სომხური მედია წერს, დიდთოვლობის გამო სომხეთის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

გავრცელებული ცნობით, უამინდობის გამო ერევანში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სომხეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 21 თებერვალს ერევანში სასწავლო პროცესი შეწყდება, უმაღლესი სასწავლებელების ნაწილი კი, დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

ამასთან, სომხეთის მერმა, ტიგრან ავინიანმა მოუწოდა დამსაქმებლებს, შეძლებისადგვარად გადაიყვანონ დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმზე.

  „ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩინეთთან ბოლო დროს“ - ტრამპი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი