მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი სიმსივნით დაავადებულებისთვის. ონკოპაციენტმა, ნატალია პაჭკორიამ სიცოცხლისთვის ბრძოლა პირველივე წუთიდან დაიწყო – დაიწყო ტრადიციული მედიცინის წესებით. იყო 2 ურთულესი ოპერაცია, რომელსაც შეეწირა რამდენიმე ორგანო, შემდეგ იყო 75 ქიმიოთერაპია.
მაშინ კლასიკურმა მედიცინამ საკუთარი რესურსი ამოწურა და ექიმებმაც მხოლოდ 2 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. ამბობს, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და საკუთარი სხეული სტივ ჯობსის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტს დაუთმო.
საუკუნის უკურნებელი სენის წამლის შესაქმნელად, ოჯახმა ექსპერიმენტული მკურნალობა ადამიანების ვიწრო ჯგუფზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სტივ ჯობსი პანკრიასის სიმსივნით გარდაიცვალა. პროგრამის მონაწილეებს შორის ერთადერთი ქართველი, სწორედ ნატალია პაჭკორიაა.
მკურნალობის მეთოდი მკაცრად გასაიდუმლოებულია. პაციენტები პროგრამას სრულ ნდობას უცხადებენ, ნატალიას შემთხვევაში შედეგი გასაოცარია.
ნატალია პაჭკორია არის ერთადერთი ქართველი ე.წ. ელჩი, მედიცინის ისტორიის ახალი ფურცლის ჩანაწერში.
როდესაც ნატალია საბოლოოდ დაამარცხებს ვერაგ დაავადებას, ეს იქნება ახალი ერა და იმედი სხვა პაციენტებისთვის, რომ ისინიც გადარჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები