მედიის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის საკითხზე 18 თებერვალს გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკული გამოცემის, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნები უკრაინაში ომის საკითხზე ერთმანეთს 18 თებერვალს შეხვდებიან.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. დელეგაცია, რომელსაც მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ამასთან, ჯერ უცნობია, ვინ იქნება რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრას სავარაუდოდ დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, რუბიო 17 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მედიის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის საკითხზე 18 თებერვალს გაიმართება. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მედიის-ცნობით-აშშ-სა-და-რუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi