ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა აშშ-ში – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 9 ადამიანი კენტუკის, ერთი კი ჯორჯიას შტატში დაიღუპა.

ქარიშხლის შედეგად, დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, მაშველები სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და, 24 საათზე ნაკლებ დროში, 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გუბერნატორმა ენდი ბეშირმა ქარიშხალი აღწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში უნახავთ.

ქარიშხალმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენატენესის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა აშშ-ში – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძლიერი-ქარიშხალი-და-წყალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi