შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი"არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური...

“არ აქვს მნიშვნელობა “ღორის გრიპი” გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს” – ივანე ჩხაიძე

ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გრი­პის პიკი გა­და­სუ­ლია – B ტი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 49%-ს შე­ად­გენს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გაქვთ, „ღო­რის გრი­პი“ თუ B ტი­პის ვირუ­სი, ორი­ვეს იდენ­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი აქვს, ორი­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა,- ამის შე­სა­ხებ “იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს” სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დე­კემ­ბრი­დან თვი­დან თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლია პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა.

“ქვე­ყა­ნა­ში დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რი­დან გრი­პის ვირუ­სი დო­მი­ნან­ტუ­რია. იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რის შემ­დეგ, გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში 50%-ზე ზე­მოთ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მე­ო­რე შემ­თხვე­ვა კვლავ გრი­პია.

იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, თე­ბერ­ვლის მე­ო­რე კვი­რის ჩათ­ვლით, გრი­პის ვირუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-ზე მე­ტია. ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ გრი­პის პიკი გა­და­სუ­ლია.

იან­ვრის მე­ო­რე კვი­რი­დან ქვე­ყა­ნა­ში, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში B ტი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს. B ტი­პის ვირუსს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც „ღო­რის გრიპ­ზე“ სუსტს. ეს არ არის სწო­რი! არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა B ტი­პის ვირუ­სი გაქვთ თუ A, ორი­ვე გრი­პია და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად იდენ­ტუ­რია. ახლა დო­მი­ნან­ტუ­რია B ტიპი. „ღო­რის გრი­პის“ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18% არის, B გრი­პის – 49%. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გაქვს, „ღო­რის გრი­პი“ თუ B ტი­პის ვირუ­სი, ორი­ვეს იდენ­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი აქვს, ორი­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა. მკურ­ნა­ლო­ბა, რის­კე­ბი, პრე­ვენ­ცია იდენ­ტუ­რია! ვინც ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, მინ­და იცო­დეს, რომ მას­ში ზუს­ტად ეს ვა­რი­ან­ტე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა გრი­პის ორი­ვე ვა­რი­ან­ტის მი­მართ არის ეფექ­ტუ­რი. ზუს­ტად ემ­თხვე­ვა იმ ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, რაც ახლა არის ქვე­ყა­ნა­ში.

პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია. თბი­ლის­ში და რე­გი­ო­ნის დიდ პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის უკან დგას მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა. დე­კემ­ბრი­დან და­წყე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ეს გაზ­რდი­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ აჭარ­ბებს იმ სტა­ტის­ტი­კას, რაც გვქონ­და გა­სულ წელს, ან 2023 წელს“, – აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

  სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ღამით სეირნობა და ქალაქის ხედებით ტკბობა გიყვართ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი