„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული…“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ არ არის საგანგაშო, თუ ბავშვის ტემპერატურა 2-3 დღეზე მეტ ხანს გასტანს.

მისი თქმით, ამ დროს, ორგანიზმი ვირუსს ებრძვის და შესაბამისად, ტემპერატურას იყენებს.

„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული, რომ ბავშვს უკვე მეორე, მესამე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა..რომელიც რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს! გრიპი მძვინვარებს, რომლის გამომწვევიც ვირუსია, ვირუსი გადის სხვადასხვა ფაზებს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მისი მიზანია, ინტენსიური გამრავლება, მის დასამარცხებლად ორგანიზმი იყენებს ტემპერატურას! ამიტომ ხშირად შეუპოვარია „მაცალეთ ვირუსთან ომი მაქვს გამოცხადებული და ვიბრძვიო“. ამას გეუბნებათ მაღალი ტემპერატურის დროს იმუნური სისტემა! მიეცით დრო, მეორე დღესვე ნუ გადაწყვეტთ ბავშვის მიყვანას კლინიკაში, არ გადატვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც მძიმე შემთხვევების დროს გვჭირდება! მიეცით ანტიპირეტული საშუალებები, გააგრილეთ, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, მიეცით სითხე დიდი რაოდენობით!

ვირუსული ინფექციის მკურნალი დროა თუ გამოიხატა ძილიანობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, გაძლიერდა ხველა და გახშირდა სუნთქვა, არ ღებულობს არანაირი გზით სითხეს და საკვებს, აქვს ინტენსიური ღებინება, ნარჩუნდება ჰექტიური ცხელება მეხუთე დღის შემდეგაც, არ იზრდება ტემპერატურის პიკებს შორის ინტერვლი, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას, მანამდე მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს! პირველი 48 საათი ვირუსემიის ფაზაა (მრავლდება ვირუსი) ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ცდილობს მის განეიტრალებას! აცადეთ, ნუ აღმოჩნდებით ვირუსის მხარდამჭერი, მიეხმარეთ ბავშვს, რასაც ხელს შეუწყობთ აგრეთვე თქვენი სიმშვიდით, რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ! ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და თქვენც“, – წერს ირმა მამუჩიშვილი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული…“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უამრავი-დედა-მირეკავს-შ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-20T13:46:14+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi