აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, 40 წლის მამაკაცი მღვდელს საეკლესიო მსახურების დროს თავს დაესხა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს ასაჯაროებს.
მედიის ცნობით, ლორდის ღვთისმშობლის ტაძარში 400-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, როდესაც მამაკაცი თავის ადგილიდან წამოდგა, საკურთხევლისკენ გაიქცა და მღვდელს თავს დაესხა. მამაკაცმა სცადა მღვდელს ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა მას ეკლესიაში მყოფმა სხვა პირებმა შეუშალეს ხელი.
ეკლესიაში მყოფმა მოქალაქეებმა თავდასხმის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც თავდამსხმელი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები