პილოტმა ფრენის დროს გონება დაკარგა და თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა – რა მოხდა easyJet-ის ბორტზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

easyJet-ის რეისი, რომელიც ეგვიპტიდან მანჩესტერში მიფრინავდა იძულებული გახდა ათენში ავარიულად დაშვებულიყო, რადგან ფრენის დროს, ერთ-ერთმა პილოტმა გონება დაკარგა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორტ გამცილებლებმა მგზავრებს ჰკითხეს ჰქონდა თუ არა ვინმეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მათ 3 მგზავრი დაეხმარა. ამის შემდეგ მგზავრებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო დახმარება პილოტს სჭირდებოდა, რომელმაც გონება დაკარგა.

ამის შემდეგ, თვითმფრინავის ეკიპაჟმა მგზავრებს გამოუცხადა, რომ აუცილებელი იყო ავარიული დაშვების განხორციელება.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ავარიული დაშვება მხოლოდ ერთმა პილოტმა განახორციელა, რის შემდეგაც ბორტზე ექიმები ამოვიდნენ და პირველადი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწიეს პილოტს, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მგზავრებს ათენის აეროპორტში ერთი ღამის გატარება მოუწევთ, რის შემდეგაც ისინი მანჩესტერში სხვა რეისით გაფრინდებიან.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პილოტმა ფრენის დროს გონება დაკარგა და თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა – რა მოხდა easyJet-ის ბორტზე. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პილოტმა-ფრენის-დროს-გონე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi