საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მისი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში, 665 გრამი) დაფასოებული და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავცრელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბაჟო-გამშვებ-პუნქტ-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi