ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს19 ჭრილობა. თავდაპირველად მძინარეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ უკვე გაღვიძებულს... - ...

19 ჭრილობა. თავდაპირველად მძინარეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ უკვე გაღვიძებულს… – ხმაურიანი საქმის დეტალები

„კახეთელიძე, შენი შვილი რომ მოეკლათ, მაშინაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი?“ – ამ სიტყვებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, გერონტი კახეთელიძეს ლელა ლაშქარაშვილმა, ფემიციდის მსხვერპლის დედამ, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

პროკურატურა და მოკლული ქალის ოჯახი ამ საქმეში გენდერის ნიშნის დადგენასა და მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2024 წლის 23 აგვისტოს მიიღო და გიორგი კავლელაშვილს 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც გერონტი კახეთელიძე ხელმძღვანელობდა, არ შეცვალა.

რა მოხდა 2024 წლის 9 იანვარს და რატომ მოითხოვა პროკურატურამ გენდერის ნიშნის დადგენა?

საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 9 იანვარს, გამთენიისას, დილის 6 საათზე, გიორგი კავლელაშვილმა, საკუთარ ბინაში, 4 თვის ჩვილის თანდასწრებით, ცივი იარაღით 19 ჭრილობა მიაყენა მძინარე მეუღლეს, ქეთევან ედიბერიძეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.

გიორგი კავლელაშვილი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, პოლიციამ დააკავა და ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, რამდენიმე თვეში, გიორგი კავლელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა ცოლი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

„მკვლელობაც მკვლელობას ჰქვია“ – პროკურორის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

პროკურორ გია შაიშმელაშვილის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოს მეათე დარბაზში თითქმის 15 წუთს გაგრძელდა.

მე ბრალდებულს და ახლა უკვე მსჯავრდადებულს, ვუსმენ მკვლელობის პირველივე დღიდან. ყოველთვის მაინტერესებდა მისი პოზიცია, რომ კითხვაზე რატომ, თავად გაეცა პასუხი. თორემ ჩვენ ვიცით, რატომაც. ვიცით, რომ ეს დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნითაა ჩადენილი. დილის 6 საათზე რის გამო უნდა მომხდარიყო ეს სასტიკი მკვლელობა? დილის 6 საათზე იწყებს მსჯავრდადებული მეუღლის ჩეხას. ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც მსჯავრდადებული აკეთებდა. მე ახლა ერთიდან 19-მდე არ დავთვლი, ეს ყველას შეგვიძლია, მაგრამ საშინელებაა ის, რაც ერთიდან 19-მდე ჭრილობის მიყენებისას ხდებოდა.

მსჯავრდადებულს ჩაუტარდა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. ის სავსებით ჯანმრთელია. არ მოქმედება ის აფექტის მდგომარეობაში. როდესაც ვეკითხები, რატომ? ბრალდებულის მხრიდან მხოლოდ ვისმენ ოხვრას და ვაი-ვიშს“, – თქვა პროკურორმა დარბაზში და შეეცადა მოსამართლეთა კოლეგიისთვის დაესაბუთებინა, რატომ თვლიდა ბრალდების მხარე, რომ მკვლელობის საქმეში სააპელაციო სასამართლოს დამამძიმებელი გარემოება, გენდერის ნიშანი უნდა დაედგინა:

  ჯანდაცვის სამინისტრო 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქმეში გვაქვს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბრალდებული უკრძალავდა მეუღლეს მაღაზიაში მარტო გასვლასაც კი. ქალმა დაქორწინების შემდეგ გააუქმა ფეისბუკი, სამსახურიდან წამოვიდა. საქმეში დევს მსჯავრდადებულის პირველი მეუღლის გამოკითხვის ოქმიც, სადაც ის ჰყვება, რომ იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი – მაგალითად, სცემა იმის გამო, რატომ არ დაარქვა ბავშვს მამამისის სახელი, რატომ სწავლობდა უნივერსიტეტში, რატომ ჰქონდა კონტაქტი თანაკურსელ ბიჭებთან. ეს მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაზე“.

„ჩვენ განსაკუთრებულ სისასტიკესაც არ ვეთანხმებოდით, გიორგი ცდილობდა მის დახმარებას“

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ მეუღლის მკვლელობაში. არც ბრალდებული და არც მისი ადვოკატი არ ეთანხმებოდნენ პროკურორის მიერ წარდგენილ ბრალს, რომ მკვლელობა ჩადენილი იყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივითა და განსაკუთრებული სისასტიკით.

ეს გაიმეორა გიორგი კავლელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ 26 მარტს, სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას:

„მას უკვე აქვს მაქსიმალური სასჯელი დანიშნული. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ სისასტიკესაც არ ვეთანხმებოდით, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა.

თუკი ვსაუბრობთ, რომ გიორგი კავლელაშვილს სურდა ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, მაშინ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ 19 ჭრილობის შემდეგ კიდევ გაეგრძელებინა ეს ქმედებები. ამის ნაცვლად კი ის შეეცადა ცოლის დახმარებას, ითხოვა მეზობლების დახმარება. ის თავადაც მოხვდა საავადმყოფოში იმის გამო, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები მისთვისაც ტკივილის მომგვრელი იყო და სცადა სუიციდი. ექიმების დახმარება რომ არა, არც ის იქნებოდა დღეს ცოცხალი და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“.

რაც შეეხება პროკურორის კითხვას, რატომ ჩაიდინა გიორგი კავლელაშვილმა მკვლელობა, ადვოკატმა თქვა:

„რატომ მოხდა ეს მკვლელობა, გიორგი კავლელაშვილმა ამაზე ისაუბრა ექსპერტთან. თუმცა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე არ გაიზიარეს ეს ინფორმაცია. არადა, რეალურად, გარემოებაც მიუთითებს, რომ ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური აშლილობა“.

გიორგი კავლელაშვილი ირწმუნება, რომ 2024 წლის 9 იანვარს, გამთენიისას, ცოლი ფსიქიკური აშლილობის ფონზე მოკლა და ეს მკვლელობა მას გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია:… სრულად

  30 წლის კაცმა 14 წლის გერის და ნათესავი ბავშვის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ქმედება ჩაიდინა - დანაშაულის დეტალებს შსს ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.