“სინთეტიკური ნარკოტიკი რამდენჯერაც დაუტესტავად გავსინჯე, იმდენჯერ ზედოზირებით მოვხვდი კლინიკაში. ძირითადად, სუნთქვა მიჭირდა. აღმოჩნდა, რომ მასში ე.წ. ზღვის მარილები იყო, ბევრჯერ ძლივს გადამარჩინეს”
ნარკოტიკის მოხმარება თინეიჯერული ასაკიდან დაიწყო. მას მერე დიდი დრო გავიდა და წამალი მისი ყოველდღიურობა გახდა. ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ზედოზირებითაც ბევრჯერ მოხვდა კლინიკაში, კომიდან ძლივს გამოიყვანეს, ბევრჯერ სცადა თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ, ისევ ნარკოტიკს უბრუნდებოდა. ახლა კიდევ ერთხელ დადო ფიცი, რომ წამალს არ გაეკარება, კლინიკაში მკურნალობს და იმედი აქვს, რომ სპეციალისტებთან ერთად, საბოლოოდ დაამარცხებს ამ მძიმე სენს. ამბობს, რამდენი ხანია დანევროზებული დავდივარ რემისიის გამოო.
– დავით, დიდი ხანია ნარკოტიკების მომხმარებელი ხართ?
– სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია, 18 წლის ასაკიდან აქტიურად მოვიხმარ სხვადასხვა სახის ნარკოტიკს, მანამდეც, უფრო ადრეულ ასაკში რამდენჯერმე გავსინჯე. თითქმის ყველა სახის ნარკოტიკი გამისინჯავს – კლუბურიც, არაკლუბურიც. ასე ვცხოვრობდი 20 წელზე მეტხანს.
დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუ გინდა სახლში მოგიტანენ, სადარბაზოსთან ჩასვლაც კი არ დაგჭირდება. ინტერნეტით უკვე ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, ან მიდიხარ კლუბებში და იქ ყიდულობ. სინთეტიკური ნარკოტიკები ისე მასიურია, რომ ახალგაზრდები ძირითადად მაგით გაბრუებულები დადიან.
ეს ძირითადად, კლუბებში ვინც დადის, მათთვის არის სასურველი, რადგან მერე მოზღვავებულ ენერგიას ცეკვით ხარჯავენ. მე გარეთაც თავისუფლად ვშოულობდი და ჩემი დოზა შემქონდა.
– კლუბებში შესვლის წინ ჩხრეკა არ ტარდება?
– ფორმალურია ეს ყველაფერი. კლუბებში ნებისმიერი ადამიანი ვერ ხვდება.
– კლუბური ნარკოტიკით არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა, სანამ მოიხმარ, თუ არკვევ შემადგენლობას?
– მაგით ბევრი არ ინტერესდება, ისე არაერთხელ დამიტესტავს, მაგრამ შეიძლება დაგეზაროს და არ დატესტო. მე მაინც მგონია, რომ ძირითადად დოზას ვერ აკონტროლებენ და ამიტომ ხდება ზედოზირება. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, ჯობია მაინც დატესტვა, ახალი სინთეტიკური ნარკოტიკი რამდენჯერაც გავსინჯე დაუტესტავად, იმდენჯერ მოვხვდი ზედოზირებით კლინიკაში. ძირითადად, სუნთქვა მიჭირდა. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ზღვის მარილები იყო, ბევრჯერ ძლივს გადამარჩინეს… წაიკითხეთ სრულად