შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.
როგორც „იმედინიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხაეს, სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). შსს განცხადებას ავრცელებს – არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. 28 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შსს-განცხადებას-ავრცელებ/
