ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ შოკირებულია „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით, როდესაც მედიაზე, პოლიტიკოსებსა და აქციების მონაწილეებზე თავდასხმისთვის არავინ დასჯილა. ელჩი იმედოვნებს, რომ მზია ამაღლობელი მალე გათავისუფლდება.
„მართლა შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა! წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებაზე, შუა ხნის ქალს, რომელსაც ადანაშაულებენ პოლიციელზე თავდასხმაში… რომელმაც თურმე „სცემა“ პოლიციელს! როდესაც ჩვენ ყველას გვინახავს სასტიკი ცემა, – ქალებს როგორც სცემდნენ ნიღბიანი კაცები, და არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ასეთი რამ უპრეცედენტოა“, – განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ 28 იანვარს ჟურნალისტებს.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ინგლისურ ენაზე საუბრისას “ქალბატონი მზია” ქართულად წარმოთქვა.
„ამიტომ, წევრ ქვეყნებთან სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება“, – თქვა მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების პერსპექტივაზე.