„როგორ ვიცხოვრო უშენოდ? მიწა გამომაცალე შენი წასვლით…- თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ნანა რუხაძე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებით, საოპერო მომზადების კათედრის უსაყვარლესი კონცერტმაისტერი ქალბატონი ნანა რუხაძე გარდაიცვალა.

ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნანას გარდაცვალებამ თავზარი დასცა.

„ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო  რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა  ჩემი ნანუჩი, ჩემი ერთგული ადამიანი, ჩემი პიანისტი, მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი. ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო.

გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს, არ შემაწუხოთო  სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ….

- Advertisement -
Ad imageAd image

ნანა, არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ?  მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო, უბოროტო, პირდაპირო, ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო….. მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო, ჩემო ტკივილო, როდისმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა… დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე …თავზარი დამეცი ნანა .“, – წერს თამარ ივერი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „როგორ ვიცხოვრო უშენოდ? მიწა გამომაცალე შენი წასვლით…- თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 15 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-ვიცხოვრო-უშენოდ-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi