პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი კიმ ჩენ ინზე: ის ჭკვიანი ბიჭია

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ის ჭკვიანი ბიჭია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია.

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა გაიხსენა, რომ კიმ ჩენ ინთან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა.

„მე მას მოვწონდი, და მე მასთან საერთო ენას ვპოულობდი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის კვლავ დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. „მე მას კვლავ დავუკავშირდები“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიმ ჩენ ინი რელიგიური ფანატიკოსი არ არის.

ცნობისთვის, ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კიმ ჩენ ინს სამჯერ შეხვდა.

  “საქართველოში დემოკრატიული პროცესი გრძელდება... ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა“ - ავსტრალიაში საქართველოს ელჩის ინტერვიუ ABC-თან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი