მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.
„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „იაშვილის კლინიკაში, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება. 23 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იაშვილის-კლინიკაში-დამ/
