სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო მუჯირი - ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა...

მეუფე შიო მუჯირი – ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით

ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეოთხე კვირას ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებაში განაცხადა, „ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა თავისი ვაჟის განკურნება. მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მამამ იმავე თხოვნით უფალ იესო ქრისტეს მიმართა. უფალმა მას უთხრა: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“ (მარკ. 9, 23). აცრემლებულმა მამამ მიუგო: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9, 24). და აი, მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო: „ეს მოდგმა (იგულისხმება ბოროტი სულების მოდგმა) განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“ (მარკ. 9, 29).

ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს, ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა, როგორც სულისა და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილი, როგორც ეს ყრმა იყო, შედარებით ჯანმრთელნი ვართ, რადგან შეგვიძლია აქ მოსვლა, რათა ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ; მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ, რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და მადლს.

  23 ივნისიდან ატესტატების გაცემა იწყება

ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას ვგრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დავუპირისპირდეთ, აღმოვფხვრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები. ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტი სულებისგან, რომლებიც ჩვენს სისუსტეში პოულობენ თავიანთ ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა – ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს, ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადავურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს.

მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს, რაც მთელი ცხოვრების ღვაწლია. შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს, შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა. ამიტომ გვეხმარება შრომაში და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს.

ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ დიდი მარხვის პერიოდში ჩვენს სინანულში, ლოცვასა და მარხვაში, ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ რწმენაც შეგვისუსტდა; მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. ამინ!“ – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.