პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიმჯერა, ნეაპოლის შემდეგ პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის - ქინქლაძე

მჯერა, ნეაპოლის შემდეგ პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის – ქინქლაძე

გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს წარმატება უსურვა.

„კარგად მესმის, რას ნიშნავს, იყო ქართველი და ამავე დროს, ფეხბურთს ასეთი ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორიის შექმნა და ამ ყველაფრის გვირგვინად გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულების მოპოვება.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველივე დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი კარგი გაუღო. ის იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ საფეხბურთო სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა,  ნეაპოლის შემდეგ პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქინქლაძე.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.

  „მაპატიე, ჩემო სიყვარულო“ - იტალიის ნაკრების მედროშემ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქორწინო ბეჭედი დაკარგა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი