ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დააწესა კონკრეტული ზღვარი, რომელიც ბავშვთა საკვებში ტყვიის შემცველობის გამოყენებისას მწარმოებლებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღება პირველად გასული წელს მოითხოვეს, როდესაც აშშ-ში, 2024 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე – ვაშლისა და დარიჩინის პიურის მირთმევის შემდეგ 560-ზე მეტი ბავშვი დაავადდა. პაციენტებს ხილის ფაფის მირთმევის შემდეგ სისხლში, ტყვიის შემცველობა 8-ჯერ ჰქონდათ მომატებული.

ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ე.წ.ვაშლის დარიჩინის პიურე კანონით განსაზღვრულზე, 200-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა. FDA-ის მიერ დაწესებული შეზღუდვა ასე გამოიყურება – ათას კილოგრამ ბავშვის საკვებში ტყვიის შემცველობა 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ ბავშვის თხევად ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა თუ პუდინგების 1 ცალ შეკვრაში ტყვიის შემცველობა უნდა იყოს 0.000001 მილიგრამი. მწარმოებლები ვალდებულები არიან დაიცვან FDA-ის მიერ გაცემული ეს წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ისინი დაჯარიმდებიან.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა. 16 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვების-ხილფაფებში-ტყვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi