ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა – რას წერს სკოლის დირექტორი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. პატარა ანდრიამ დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მე-4 კლასელი ბიჭის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ოპერაცია, არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმატებით დასრულდა. მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.

„მადლობა უფალს… რაც სიკეთე უკეთებია მის მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს და ჩვენ (მასწავლებლებს), ყველა ერთიანად უკან დაგვიბრუნა“ – წერს სოციალურ ქსელში ანდრიას სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა და ფოტოს აქვეყნებს.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა – რას წერს სკოლის დირექტორი. 31 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-ინფორმაცია-ვრცელდ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi