შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიახალი კვლევის თანახმად, მარწყვი დემენციის განვითარებისგან გვიცავს

ახალი კვლევის თანახმად, მარწყვი დემენციის განვითარებისგან გვიცავს

დემენცია დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში კოგნიტური ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ კავშირში არ არის ადამიანის წონასთან, არსებობს მტკიცებულებები, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი ჭარბ წონასა და დაავადების განვითარების მომატებულ რისკებს შორის.

შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები ასევე დაკავშირებულია ჭარბწონიანობასთან. ამ დარღვევებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინის სისხლმომარაგებაზე და გაზარდოს სისხლძარღვთა დემენციის, ერთ-ერთი სახის დემენციის განვითარების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ ანთება ხელს უწყობს რიგ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.

დემენციის პრევენცია

ახალი კვლევის თანახმად, მარწყვს დემენციის პრევენციის მხრივ დადებითი ეფექტი აქვს. ეს განსაკუთრებით იმ მოზრდილებში, ვისაც ჭარბწონიანობა აწუხებს.

კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ასაკის ჭარბი წონის მქონე ადამიანები, რომლებსაც დემენციის ნიშნები აღენიშნებოდათ, მაწრყვის სისტემატიური მიღების შემდეგ თავს უკეთ გრძნობდნენ. შედეგები შესამჩნევი იყო სულ რაღაც 12 კვირის შემდეგაც.

მკვლევრებმა 5 კაცი და 25 ქალი შეისწავლეს. კვლევაში მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველმა ჯგუფმა მარწყვის მიღება სისტემატიურად დაიწყო, ხოლო მეორე ჯგუფი პლაცებოს იღებდა. კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირის შემდეგ ის ვინც მარწყვს იღებდა თავს უკეთ გრძნობდა. მათ მახსოვრობაც გაუუმჯობესდათ და ახალ სიტყვებსაც უკეთ იმახსოვრებდნენ.

ეს კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითების დროული ამოცნობისთვის მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მეხსიერების დაქვეითება გვიანი ასაკის დემენციის გავრცელებული სიმპტომია. გარდა ამისა, პირებს, რომლებმაც მიიღეს მარწყვის ფხვნილი, დეპრესიის შემცირებაც აღენიშნებოდათ.

“დემენცია ზოგადი ტერმინია, რომელიც მრავალ განსხვავებულ დაავადებას მოიცავს. ჩვენთვის მისი მკურნალობა ძალიან რთულია. არც ის ვიცით თუ როდის გვექნება შესაბამისი თერაპია და აი ახლა ვხედავთ, რომ ამ მხრივ მარწყვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, — თქვეს მკვლევრებმა.

ძველი კვლევები

მეცნიერები ტვინის ჯანმრთელობასა და მარწყვის მიღებას შორის კავშირებს დიდი ხანია იკვლევენ. მაგალითად, რაშის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი ალცჰაიმერის განვითარების შენელებასა და პელარგონიდინის მიღებას შორის. პელარგონიდი ბიოქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად მარწყვში გვხვდება.

გარდა ამისა, გრძელვადიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მარწყვის რეგულარული მოხმარება კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ახალი კვლევა ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი