იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს – გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, HMPV ვირუსი, ჩინეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

„HMPV ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს, პანდემია მოსალოდნელი არ არის, ჯერ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საერთაშორისო მედიის ცნობით, ვირუსი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი [HMPV], მიმდინარე ზამთარში ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში დაფიქსირდა. მედიის მონაცემებით, ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ბავშვებში დადასტურდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, როგორც გარდიანი წერს, ჩრდილოეთ ჩინეთში HMPV-ის შემთხვევების მზარდმა რაოდენობამ გარკვეული განგაში გამოიწვია, მაგრამ მედიის ცნობითვე, ექსპერტები აცხადებენ, რომ Covid-19-ის მსგავსი პანდემიის რისკი დაბალია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს – გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა. 6 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იწვევს-მძიმე-რესპირატორუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi