თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა გამთენიისას მოახერხეს. ალპურ ზონაში, ბალახი იწვოდა. ხანძრის ქრობის სამუშაოები ყველა შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით მიმდინარეობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე იყო, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რისი დახმარებითაც, მეხანძრე -მაშველების ცეცხლის გავრცელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინვე ითქვა, რომ დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 25 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თუშეთში-წოვეთის-ხეობაში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi