პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკაცმა, თანამშრომლებთან კამათის გამო, კარაოკე ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა...

კაცმა, თანამშრომლებთან კამათის გამო, კარაოკე ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დააკავა.

ვიეტნამის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ სამსართულიანი კარაოკე ბარის პირველ სართულზე ცეცხლის დასანთებად ბენზინი გამოიყენა და ეს მას შემდეგ ჩაიდინა, რაც თანამშრომლებთან კამათი მოუვიდა.

სახელმწიფო გაზეთი იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცია. პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენის შესახებ პირველი ინფორმაცია 23:00 საათზე მიიღეს.

მათივე თქმით, გადარჩენილია 7 ადამიანი, მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი