კვირა, იანვარი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მათ არ ესმით ერთმანეთის იუმორი, ხშირია ინტერესთა და ფასეულობათა კონფლიქტი, რასაც მოსდევს ურთიერთობის გაწყვეტა, მეტოქეობა და ერთმანეთის ათვალწუნება.

და თუ ასეთი ადამიანები მაინც გადაწყვეტენ დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ ან რომანტიკული ურთიერთობა იქონიონ, ამგვარი ურთიერთობის შედეგი აუცილებლად იქნება წყენინება, ერთმანეთის დაჩაგვრა და განხიბვლა.

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს განსაკუთრებით უნდა მოერიდონ:

ვერძი – ერიდეთ თევზებს

ვერძისთვის თევზები ყოველთვის სახიფათო ნიშანია. ეს ორი ნიშანი ვერასდროს უგებს ერთმანეთს. ურთიერთობაში მგრძნობიარე თევზები მეტისმეტად მომთხოვნები იქნებიან ვერძისადმი, ის კი, რადგან ვერ მიხვდება, რა დააშავა, კიდევ უფრო უხეში, ნერვიული და ფიცხი იქნება.

კურო – ერიდეთ ტყუპებს

კურო პრაქტიკული და ანგარიშიანია, სჭირდება სტაბილურობა, წესრიგი და სიცხადე. ტყუპები კი მეტისმეტად სპონტანურები და უპროგნოზოები არიან. თავიანთი გამოხტომებითა და ცვალებადობით ისინი წონასწორობას დაგაკარგვინებენ. თუ გინდათ, ნერვებს გაუფრთხილდეთ, ტყუპებთან საქმეს ნუ დაიჭერთ!

ტყუპი – ერიდეთ ქალწულს

ქალწულისთვის უმნიშვნელოვანესია წესრიგი და სიცხადე და თქვენგანაც ამავეს მოითხოვს. თუ ქალწულთან ურთიერთობას აპირებთ, მზად იყავით ლიბერალიზმთან და თავისუფლებასთან დასამშვიდობებლად, რადგანაც ამ ნიშნის წარმომადგენლები არავითარ შემთხვევაში არ დაგითმობენ.

კირჩხიბი – ერიდეთ თხის რქას

თქვენ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ, ამიტომ ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა თხის რქასთან, რომელსაც საკუთარი გრძნობის გამოხატვა არ სჩვევიათ. უფრო მეტიც, ისინი გმობენ ნებისმიერ სიახლოვეს და ვინმეზე ემოციურად დამოკიდებულ ადამიანებს ათვალწუნებით უყურებენ.

ლომი – ერიდეთ სასწორს

ხმაურიანი და მეგობრული ადამიანი ხართ, იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან და ისიც გესმით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თავმდაბლობა ნამდვილად არ არის თქვენი ხასიათის ნიშანი. სასწორი კი ადამიანებში ყველაზე მეტად ტაქტს, თავდაჭერილობასა და მანერებს აფასებს. ისინი დაგმობენ თქვენს საქციელს, ამიტომაც კრიტიკა და უსიამოვნებები გარდაუვალია.

ქალწული – ერიდეთ მშვილდოსანს

ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობდეს და ხვალინდელ დღეს რწმენით აღსავსე უყურებდეს. თქვენ წესებს და საკუთარ რიტუალებს იცავთ, ხელმძღვანელობთ ლოგიკით, ამიტომაც მშვილდოსანი თქვენი სრული ანტაგონისტია. მუდმივად თავგადასავლის მაძიებელ მშვილდოსანს შეუძლია დაგირღვიოთ ჩვეული წესები და ქაოსი შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში… ალბათ თავადაც გრძნობთ, რომ ამ ადამიანების გვერდით დისკომფორტს განიცდით.

სასწორი – ერიდეთ კირჩხიბებს

კირჩხიბებს კლდეზე სიარული უყვართ: მოსწონთ ძლიერი ემოციები, ამიტომაც ხშირად ისინი თავად ქმნიან მათ. სასწორისთვის კი პრიორიტეტს სიმშვიდე და ჰარმონია წარმოადგენს. უყვართ ჯანსაღი რისკი და ხიფათი, მაგრამ არა გადაჭარბებული. კირჩხიბები კი თქვენს პროვოცირებას მოინდომებენ და წონასწორობის დარღვევით დისკომფორტს შეგიქმნიან.

მორიელი – ერიდეთ ლომებს

ლომებთან იმაზე მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, მაგრამ სწორედ ეს იწვევს კონფლიქტებს. თქვენგან არცერთი არ არის მზად კომპრომისზე წასასვლელად, იმისთვის, რომ ერთმანეთს რამე დაუთმოთ. უსიამოვნებები თქვენ შორის გარდაუვალია, ამიტომაც ეცადეთ, ლომთან ურთიერთობა არ იქონიოთ იმ სიტუაციების გარდა, როცა ეს მართლაც აუცილებელია.

მშვილდოსანი – ერიდეთ კუროებს

თქვენ მოგზაურობა, აქტიური ცხოვრება და სპონტანური გადაწყვეტილებები გიყვართ. მოწესრიგებულ და ოჯახის მოყვარულ კუროებს ამასთან შერიგება უჭირთ. თქვენ, ორივენი შეეცდებით ერთმანეთის ცხოვრების ყაიდის შეცვლას და, რაღა თქმა უნდა, აქედან კარგი არაფერი გამოვა.

თხის რქა – ერიდეთ ვერძებს

უკომპრომისობითა და დათმობის სურვილის უქონლობით თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. თხის რქები ოდნავ გულჩათხრობილები არიან, ისინი საკუთარ სივრცეს იცავენ და გულში არავის შეშვება არ უნდათ. ჯიუტი და სწორხაზოვანი კუროები კი დაცინვით ეკიდებიან ამგვარ პოზიციას და თხის რქას ახირებულ ადამიანად თვლიან. ზოგადად,  დიალოგი არ გამოგივათ, ურთიერთგაგება – მით უმეტეს.

მერწყული – ერიდეთ მორიელს

მერწყულს თავშეუკავებლობა და ათასგვარი გამოხდომა ახასიათებს. ემოციის მოძალებისას შეგიძლიათ ისე აწყენინოთ ვინმეს, რომ ვერც გააცნობიეროთ. ასევე, მზად ხართ მოიბოდიშოთ იმისთვისაც კი, რაც განგებ არ ჩაგიდენიათ. აი, მორიელები კი არასოდეს  არავის არაფერს ჰპატიობენ. თუ მას ტკივილს მიაყენებთ, ისინი წყენას სამუდამოდ ჩაიდებენ გულში. გულთბილ ურთიერთობას ალბათ, დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.

თევზები – ერიდეთ მერწყულებს

თქვენ ერთმანეთს ჰგავხართ: ორივენი ემოციური, თანამგრძნობი ადამიანები ხართ და მზად ხართ ახლობლის დასახმარებლად, მაგრამ თუ საქმე თქვენს ურთიერთობებს ეხება, ჭარბი ემოციები კარგს არაფერს მოგიტანთ. თევზებსაც და მერწყულსაც სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათი ემოციების გაწონასწორებას, სტაბილურობისა და ურთიერთობებში სიმშვიდის შეტანას შეძლებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

31 December, 2024
ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა – ახალი კვლევა

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა – ახალი კვლევა

დეკემბერი 30, 2024
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

დეკემბერი 30, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

დეკემბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიკროტალღური ღუმელი საკვების მომზადების სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება, თუ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთი

მიკროტალღური ღუმელი საკვების მომზადების სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება, თუ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთი

იანვარი 4, 2025
როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში, მძიმე საკვებისგან

როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში, მძიმე საკვებისგან

იანვარი 4, 2025
როგორ მოვიძიოთ სამუშაო ახალ ქვეყანაში: ეფექტური სტრატეგიები

როგორ მოვიძიოთ სამუშაო ახალ ქვეყანაში: ეფექტური სტრატეგიები

4 იანვარი 2025
თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

დეკემბერი 28, 2024
საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

დეკემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი