თეთრი სახლი – სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.

„ასადის მთავარი მხარდამჭერები, რუსები და ირანელები, სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ამისთვის, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა ან შემთხვევითობა“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა „სიენენთან“ საუბრისას.

ფაინერის თქმით, ასადის რეჟიმი, „ფაქტობრივად, რუსეთ-ირანის ერთობლივ საწარმოდ იქცა სირიაში, ხოლო ამ ერთობლივი საწარმოს არცერთ პარტნიორს აღარ შეეძლო რეჟიმის გადარჩენისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა“.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ დასძინა, რომ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღარ არის ასადი ხელისუფლებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც ირანმა განიცადა ბოლო წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ფაინერმა, რითიც მიანიშნა „ჰამასსა“ და „ჰეზბოლაზე“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თეთრი სახლი – სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს. 10 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თეთრი-სახლი-სირიაში-ბაშა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi