ტენესის შტატში 50 წლის კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯის პროცედურის დროს პენტობარბიტალის ორი ინექცია გაუკეთეს, მაგრამ მსჯავრდებული გადარჩა. მედიკამენტის შეყვანის შემდეგ მისი ადვოკატების თქმით, 40 წუთის განმავლობაში პაიკი კვლავ სუნთქავდა.
ინექციის ჩატარების შემდეგ მსჯავრდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ადვოკატებმა სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს და ხაზი გაუსვეს, რომ “პროცედურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფის გაუმართლებელი აგონია გამოიწვია, რაც მისი უფლების დარღვევას წარმოადგენს” (BBC).
სიკვდილით დასჯის აღსრულების შემთხვევაში, პაიკი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი გახდებოდა, რომელსაც ტენესის შტატში სიკვდილით დასჯიან.
სრული ინფორმაცია: Interpressnews
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა. 18 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ტენესის-შტატში-სიკვდილმი/
