სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, აქედან 188 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე...

ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, აქედან 188 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს – ომბუდსმენი

ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია- აცხადებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია, ზურაბ დათუნაშვილი და ასევე სისხლის სამართლის წესით დაკავებული შვიდი პირი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე 260 დაკავებულს ესაუბრნენ – მათგან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ლევან იოსელიანმა მოინახულა დაკავებული ალეკო ელისაშვილი.

სახალხო დამცველის თქმით, პოლიციელების მხრიდან დაკავებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა.

“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. ამ დროისთვის ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, აქედან 188 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია ასეთ დროს ყველა ჩვენგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას აკისრია,”- აცხადებს ლევან იოსელიანი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „მე ვუხდი ბოდიშს აქციაზე ნაცემი ადამიანების ოჯახებს.. მე დღეს მშურს ამ ახალგაზრდების, იმ ნაცემი, დალეწილი ხალხის, რომ აქვთ ამ ყველაფრის გაძლების უნარი და მომავლის იმედი“ – აჩი არველაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი